Erasmus+ სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის კონკურსი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობის კონკურსს აცხადებს.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და მობილობის პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება „აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.
გთხოვთ, განაცხადის წარმოდგენამდე დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია კანდიდატი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:
- იკავებდეს აკადემიურ პოზიციას (სწავლების მიზნით მობილობისათვის) ან/და ჰქონდეს აქტიური შრომითი ხელშეკრულება (პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობისათვის) კონკურსის მიმდინარეობის და მობილობის პერიოდში
- ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, მობილობის სამუშაო ენის გათვალისწინებით) CEFR-ის შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე
- განაცხადის მომენტისათვის, მიმდინარე აკადემიურ წელს არ ჰქონდეს განხორციელებული იმავე ტიპის ერთზე მეტი მობილობა
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით:
ბიზნესისა და ეკონომიკის კოლეჯი (ბელგრადი, სერბეთი)
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება/ინფორმატიკა
მობილობის განხორციელების თარიღები: 4-8 მაისი, 2026
თემატიკა: “Boosting Digital Skills in Education and Business”
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური სტიპენდია
- 148 € (5 სამუშაო + 2 სამგზავრო დღე)
- სამგზავრო ხარჯის ანაზღაურება: 309€-მდე
ალბერტას კოლეჯი (რიგა, ლატვია)
პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: ნებისმიერი ადმინისტრაციული მიმართულება
სწავლების მიზნით მობილობა: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება/ინფორმატიკა
მობილობის განხორციელების თარიღები: 20-24 აპრილი, 2026
თემატიკა: International Staff Week/Emerging Trends in Economics, Culture and Humanities (etECH)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
სასტიპენდიო შეთავაზება:
- დღიური სტიპენდია: 170 € (5 სამუშაო + 2 სამგზავრო დღე)
- სამგზავრო ხარჯის ანაზღაურება: 395€
ერაზმუს+” პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/FHNobfecwPP2vCJu6 არაუგვიანეს 22 თებერვლისა.
განაცხადის ფორმაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) პროფესიული რეზიუმე (CV) ევროპის უნივერსიტეტის ფორმატით;
გ) ცნობა ევროპის უნივერსიტეტიდან, რომელიც ადასტურებს კანდიდატისა და უნივერსიტეტს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ფაქტსა და ხანგრძლივობას.
დ) ინგლისური (ან/და შესაბამისი უცხო) ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე), ასეთის არსებობის შემთხვევაში. კონკურსის ფარგლებში, ვალიდურად განსაზღვრული ცნობისა/სერტიფიკატის სანახავად, გთხოვთ გაეცნოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესი“, მუხლი 3.2.
ე) მობილობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი კანდიდატისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/კურატორი ვიცე-რექტორის მიერ (შაბლონი – https://erasmus-plus.ec.europa.eu/resources-and-tools/mobility-and-learning-agreements/mobility-agreements)
ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს პოტენციურ ან უკვე არსებულ თანამშრომლობას მასპინძელ უნივერსიტეტთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა: მოწვევის წერილი, ერთობლივად დაგეგმილი პროექტის ან პუბლიკაციის შესახებ კომუნიკაცია და სხვ.
კანდიდატებს რომელთაც არ აქვთ ინგლისური (ან/და შესაბამისი უცხო) ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი, შერჩევის მეორე ეტაპზე ჩაუტარდებათ ინგლისურის ტესტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: დ. გურამიშვილის გამზირი 76, ოთახი 317
International.office@eu.edu.ge | 2 000 171 (147)