საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია

Erasmus
Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები „კომენიუსის უნივერსიტეტში“ (ბრატისლავა, სლოვაკეთი) გამართულ, სრულად დაფინანსებულ, ერთკვირიან ინტერდისციპლინარულ საგაზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

მობილობის ფარგლებში, მონაწილეები სასწავლო კურსს დაესწრებიან, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები არიან:

  • ხატია ჯანჯღავა – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ქეთი ბერულავა – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„კომენიუსის უნივერსიტეტი“ სლოვაკეთში ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რაც სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა ევროპული გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო ქსელის გაფართოების.

“ევროპის უნივერსიტეტი” სტუდენტებს ნაყოფიერ საერთაშორისო გამოცდილებას უსურვებს.