“ერაზმუს+” საინფორმაციო სესია “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

“ევროპის უნივერსიტეტში“ “ერაზმუს+” პროფესიული გადამზადებისა, თუ სწავლების მიზნით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საინფორმაციო სესია გაიმართება.
საინფორმაციო სესიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები გაუძღვებიან.
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია სააპლიკაციო ფორმის შევსებაზე და შემდგომ პროცედურებზე.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატით.
სესიის დრო: 24 ოქტომბერი, 12:00 საათი
დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdeiPzUl2y8sxbWkBprbM3sWze602PSmQgDVqszToRzNzH-6A/viewform
არაუგვიანეს 24 ოქტომბრის, 11:00 საათისა.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ შეხვედრაზე დასწრებისა და ჩართვისთვის საჭირო მონაცემებს.