Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სლოვენიის NOVA-ს უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლის გასავლელად კონკურსი გამოცხადდა
Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებულ საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.
საგაზაფხულო სკოლა ორგანიზებულია სლოვენიის NOVA-ს უნივერსიტეტის მიერ, ჰამბურგის უნივერსიტეტთან (გერმანია) და კანკირის კარატეკინის უნივერსიტეტთან (თურქეთი) პარტნიორობით.
აკადემიური პროგრამა ლუბლიანაში, NOVA-ს უნივერსიტეტში 2026 წლის 4-8 მაისის პერიოდში გაიმართება და დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილების, ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის ურთიერთკავშირი.
სამიზნე აუდიტორია:
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი)
- კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
დეტალური ინფორმაცია და პროგრამის დღის წესრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1lpdDEm7Kmw6uGbkvaCSGfR0xg7J1Y7P8/view?usp=sharing
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10
შერჩეული მონაწილეები მიიღებენ Erasmus+ გრანტს შემდეგი პირობებით:
- დღიური ნორმა – 79 ევროს ოდენობით
- მგზავრობის დაფინანსებისთვის – 360 ევრო (დისტანციის კალკულატორის მიხედვით)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სლოვენიის ახალი უნივერსიტეტი (New University, Slovenia) არ უზრუნველყოფს სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებას, ამდენად, საცხოვრებლის მოძიება და დაფინანსება სტუდენტის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტიპენდიის გამოყენებით.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ან ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი და უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე (შემოწმდება ინგლისურენოვანი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპზე.)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა აუცილებელია წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:
- რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე;
- ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით) ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენის B2 დონეს დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის / პრადობის მოწმობის სკანირებული ვერსია
პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას Erasmus+ პროგრამაში, ასევე, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს; ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ დამადასტურებელი საბუთი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, სრული განაცხადი შემდეგ ბმულზე ატვირთოთ, არაუგვიანეს 27 თებერვლისა : https://forms.gle/MnpbcbVu5rfSBiEt7
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ-ფოსტის საშუალებით: international.office@eu.edu.ge