“ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობის კონკურსს 10 ქვეყნის მიმართულებით, რომელიც მოიცავს 22 ვაკანტურ ადგილს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და მობილობის პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება „აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.
გთხოვთ, განაცხადის წარმოდგენამდე დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს.
კონკურსში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:
- იკავებდეს აკადემიურ პოზიციას (სწავლების მიზნით მობილობისათვის) ან/და ჰქონდეს აქტიური შრომითი ხელშეკრულება (პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობისათვის) კონკურსის მიმდინარეობის და მობილობის პერიოდში
- ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, მობილობის სამუშაო ენის გათვალისწინებით) CEFR-ის შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე
- განაცხადის მომენტისათვის, მიმდინარე აკადემიურ წელს არ ჰქონდეს განხორციელებული იმავე ტიპის ერთზე მეტი მობილობა
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით:
თითოეული უნივერსიტეტისათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურაში.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.
პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: სტრატეგიული განვითარების სამსახური, პიარისა და მარკეტინგის სამსახური, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის სამსახური, იურიდიული, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
გრანტის ოდენობა: 160 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 820 € მგზავრობის ანაზღაურება.
ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 190 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 580 € მგზავრობის ანაზღაურება.
Enna Kore-ს უნივერსიტეტი, იტალია
პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; შესაბამისი მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესის სამსახური
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 190 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი
სწავლების მიზნით მობილობა: ვეტერინარია
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
გრანტის ოდენობა: 140 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 360 € მგზავრობის ანაზღაურება.
Aspira-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 148 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
ლუბლიანას ბიზნესის სკოლა, სლოვენია
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: საგამოცდო ცენტრი, ენების ცენტრი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 170 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 148 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
პავოლ ჯოზეფ საფარიკის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
სწავლების მიზნით მობილობა: ინგლისური ფილოლოგია
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 170 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
Medimurje-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 148 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
ზაგრების უნივერსიტეტი, ხორვატია
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 148 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
პოვისლანსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 148 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 395 € მგზავრობის ანაზღაურება.
ბულგარეთის მეტყევეობის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
სწავლების მიზნით მობილობა: ვეტერინარია
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
გრანტის ოდენობა: 148 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 309 € მგზავრობის ანაზღაურება.
პლოვდივის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
სწავლების მიზნით მობილობა: არქეოლოგია
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გრანტის ოდენობა: 148 € ყოველდღიური ხარჯებისთვის, 309 € მგზავრობის ანაზღაურება.
“ერაზმუს+” პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/tCNEd4JVFCKGr6eV6 არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა.