როგორ გავხდე EU-ს სტუდენტი

ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  • თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე და უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება; 

  • თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეთ უცხო ქვეყანაში; 

  • თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), სწავლობთ/სწავლობდით და მიღებული გაქვ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

  • თუ ხართ საქართველოს მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული გაქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

იმისთვის რომ გახდე EU-ს სტუდენტი უნდა შემოხაზო ჩვენი უნივერსიტეტის ნომერი 171 და წარმატებით დაძლიო ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2020 წელს უნივერსიტეტი მიღებას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:


საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

  • კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა  (ინგ), არჩევანი შენზეა: მათემატიკა ან ისტორია.
  • ადგილების რაოდენობა: 75
  • წლიური საფასური: 2800

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

  • კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა  (ინგ), არჩევანი შენზეა: მათემატიკა ან ისტორია
  • ადგილების რაოდენობა: 50
  • წლიური საფასური: 2500

 სამართლის საბაკალავო პროგრამა

  • კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა  (ინგ), არჩევანი შენზეა: მათემატიკა ან ისტორია
  • ადგილების რაოდენობა: 150
  • წლიური საფასური: 2900

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

  • კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა  (ინგ), არჩევანი შენზეა: მათემატიკა ან ისტორია
  • ადგილების რაოდენობა: 125
  • წლიური საფასური: 2800

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

  • კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, (გერ, ინგ, რუს. ფრან) მათემატიკა
  • ადგილების რაოდენობა: 75
  • წლიური საფასური: 2500

დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა

  • კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, (ინგ) ბიოლოგია, არჩევანი შენზეა: მათემატიკა ან ქიმია ან ფიზიკა.
  • ადგილების რაოდენობა: 88
  • წლიური საფასური: 3500

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი)

  • კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, (ინგ) ბიოლოგია, არჩევანი შენზეა: მათემატიკა ან ქიმია ან ფიზიკა
  • ადგილების რაოდენობა: 30
  • წლიური საფასური: 9800

დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი)

  • კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი
  • გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, (ინგ) ბიოლოგია, არჩევანი შენზეა: მათემატიკა ან ქიმია ან ფიზიკა
  • ადგილების რაოდენობა: 22
  • წლიური საფასური: 6800

2020 სასწავლო წლისთვის ჩასაბარებელი საგნები და ბარიერები