“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ილია ბოცვაძემ ბუღალტერთა საერთაშორისო დღის რიგით II ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
“შერატონ მეტეხი პალასში” ფორუმს ფინანსების, აღრიცხვის და აუდიტის სპეციალობის 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმზე საუბარი შეეხო ისეთ საჭირო მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ფსიქიკის ბუღალტერია, პროფესიული თავდაჯერებულობა და ინდივიდუალიზმი, ბუღალტრების და CFO-ს ურთიერთდამოკიდებულება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, რატომ და როგორ ცვლიან სამუშაო გარემოს ტექნოლოგიები და ა.შ.
ფორუმის დასასრულს მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ მხარდამჭერ ორგანიზაციებს, მათ შორის “ევროპის უნივერსიტეტს” მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.