დიპლომირებული მედოკოსის პროგრამის სტუდენტებმა გერმანიაში ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკური პრაქტიკა გაიარეს
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებმა გერმანიაში, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკური სტაჟირება წარმატებით გაიარეს.
სტუდენტები „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გერმანიაში ერთი კვირით იმყოფებოდნენ. სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამა ითვალისწინებდა ქირურგიულ ოპერაციებზე დასწრებას, ექიმების ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას და კლინიკური შემთხვევების განხილვას, მინიმალური ინვაზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ვორკშოპებსა და შესაბამისი ტექნიკების დაუფლებას.
სტაჟირების პერიოდში მომავალი მედიკოსები თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებს გაეცნენ. შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ყოველდღიურ სამედიცინო პროცესებში და მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება პროფესიული მიმართულებით.
კლინიკური პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს მათ პროფესიულ პორტფოლიოს და ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ შრომის ბაზარზე.