დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 8 სტუდენტი მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ პრაქტიკას გაივლის
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის 8 სტუდენტი მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტში (გერმანია) კლინიკურ პრაქტიკას გაივლის.
სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ევროპის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით გაივლიან.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურად შექმნილი სტაჟირების პროგრამა უზრუნველყოფს მათი კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.
მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ პრაქტიკას შემდეგი სტუდენტები გაივლიან:
- ვიჯაიაკაჯანითი ვიჯაიანათან
- მეჰრინ ზაფარ ხან
- მარიამი გოგუაძე
- მუსტაფა იასინ მალიქ
- ათინა გიაჩეია
- სურია სუნანთ მუთუ კარუპპან
- ზაჰირა ღანი
- გულნაზი მაღრაძე