ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა აღიარებულია გაერთიანებული სამეფოს გენერალური სამედიცინო საბჭოს მიერ
„ევროპის უნივერსიტეტის“ ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის (MD) საგანმანათლებლო პროგრამა ოფიციალურად შეფასდა გაერთიანებული სამეფოს გენერალური სამედიცინო საბჭოს (GMC) მიერ და აღიარებულ იქნა, როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მიმწოდებელი, რომელიც სრულად შეესაბამება გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო სკოლების სტანდარტებს.
GMC-ის ექსპერტების მიერ „ევროპის უნივერსიტეტში“ 2025 წლის ნოემბერში მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი შეფასება ჩატარდა.
ვიზიტის ფარგლებში შეფასდა უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების მიწოდების სტანდარტი. შეფასება მოიცავდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერებას, ასევე სამუშაო შეხვედრებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან და სტუდენტებთან.
ვიზიტის მიმდინარეობისას ასევე შეფასდა პროგრამა და შიდასაუნივერსიტეტო მარეგულირებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული შეფასების შედეგად, GMC-იმ დაადგინა, რომ პროგრამა სრულად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს “ევროპის უნივერსიტეტის” სწრაფვას სამედიცინო განათლების უწყვეტი განვითარებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.