საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

დამატებითი კონკურსი სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის – ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში

ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) აქტივობის ფარგლებში, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის “სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში” (ლუბლიანა), სრულად დაფინანსებულ ერთკვირიან საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი კონკურსი გამოცხადდა.

საშემოდგომო სკოლა – საცხოვრისის პრობლემები: პერსპექტივები, გამოწვევები და შესაძლო გადაჭრის გზები ორგანიზებულია “სლოვენიის ახალი უნივერსიტეტის” მიერ ხორვატიისა და სერბეთის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით და მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას მდგრადი განვითარების გამოწვევების დასაძლევად.

პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის სამართლის, ეკონომიკის, ურბანული დაგეგმარებისა და სოციალური მეცნიერებების სტუდენტები განიხილავენ საცხოვრისის გამოწვევების სამართლებრივ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური სამართლიანობის, მდგრადი განვითარებისა და საჯარო პოლიტიკის თემატიკით.

პროგრამის მიმოხილვა

სასწავლო კურსის დასახელება: Housing Issues: Different Perspectives, Challenges and Possible Solutions

ხანგრძლივობა: 1 კვირა

სამიზნე აუდიტორია: სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

თარიღები:

ონლაინ შეხვედრა (სავალდებულო): 2025 წლის 12 სექტემბერი

ფიზიკური კომპონენტი ლიუბლიანაში: 2025 წლის 15–19 სექტემბერი

ადგილმდებარეობა: New University, ლუბლიანა, სლოვენია (ფიზიკური)

ECTS კრედიტი: 3 ECTS

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ფინანსური საკითხები

შერჩეული მონაწილე მიიღებს Erasmus+ გრანტს შემდეგი პირობებით:

საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურებისათვის – €553

მგზავრობის დაფინანსებისათვის – €360 (დისტანციის კალკულატორის მიხედვით)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სლოვენიის ახალი უნივერსიტეტი (New University, Slovenia) არ უზრუნველყოფს სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებას, ამდენად, საცხოვრებლის მოძიება და დაფინანსება სტუდენტის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტიპენდიის გამოყენებით.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:

კანდიდატი უნდა იყოს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და უნდა გააჩნდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში.

კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე (შემოწმდება ინგლისურენოვანი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპზე.)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, აუცილებელია, წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:

  • რეზიუმე (CV)
  • ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით)
  • ინგლისური ენის B2 დონეს დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პასპორტის / პრადობის მოწმობის სკანირებული ვერსია

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, სრული განაცხადი ატვირთოთ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfCbk-MJnexxQ0-y9Xu6sv36x8EiDkVmQ5yw0tNbTGOg0FRMQ/viewform

განაცხადის ატვირთვის საბოლოო ვადა- 27 ივლისი

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: international.office@eu.edu.ge

გურამიშვილის გამზ. 76, აუდიტორია 317 ტელ: +995 322 000 171 (147)