უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური
სამსახურის შესახებ
უცხოეულ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საერთაშორისო სტატუსის მქონე სტუდენტების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა სტუდენტების მოზიდვის ეფექტური პოლიტიკის და მიდგომების უზრუნველყოფის მიზნით;
- საერთაშორისო სტუდენტების შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება, განაცხადების მიღების, პირველადი შეფასების და ჩარიცხვის ყველა ასპექტის კოორდინირება;
- პოტენციური კანდიდატებისთვის დეტალური, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა უნივერსიტეტში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის, შერჩევის პროცედურისა და ორგანიზაციული საკითხების შესახებ;
- ჩარიცხვის პროცესში, სავიზო პროცედურებში, საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების და საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო სტატუსის სტუდენტების დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცედურისა და პირადი საქმეების ორგანიზება;
- პოტენციურ საერთაშორისო სტუდენტებსა და შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა კანდიდატების შესახებ სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის მიწოდებისა და ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრების ორგანიზების მეშვეობით;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პოლიტიკის მხარდაჭერისა და უნივერსიტეტის შესახებ საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიზნით;
- უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დამატებითი უფლებამოსილების გახნორციელება, რაც გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკური ხასიათიდან.
თანამშრომლები

- ლაშა ჩახვაძე
- უცხოეულ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის უფროსი
- 2 000 171 (203)
- lasha.chakhvadze@eu.edu.ge

- ეკა ზარგინავა
- უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების მენეჯერი
- 2 000 171
- eka.zarginava@eu.edu.ge

- სალომე წიკლაური
- უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების მენეჯერი
- 2 000 171 (226)
- salome.tsiklauri@eu.edu.ge