ენების ცენტრი
სამსახურის შესახებ
ენების ცენტრის ფუნქციებია:
- უცხოური ენების (მათ შორის, ქართული როგორც უცხოური ენა საერთაშორისო სტუდენტებისთვის) სწავლების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება (ენის ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების ჩარჩოს (CEFR) მიხედვით A1-დან B2 დონის ჩათვლით) და მათი ზედამხედველობა, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვა და ყველა პროგრამის კურიკულუმისა და სილაბუსების რეგულარული განახლების უზრუნველყოფა;
- უცხოური ენების სწავლების პროგრამების ენობრივი კომპეტენციების ევროპულ სტანდარტებთან (CEFR) და უნივერსიტეტის აკადემიურ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტში უცხოური ენების სწავლების მიმართულების განსაზღვრა და განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
- უცხოური ენების სწავლების ხარისხის სტანდარტების დადგენა, სწავლების პროცესის მონიტორინგი რეგულარული დაკვირვებითა და შეფასებით, სწავლის შედეგების შეფასება და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კვალიფიციური ენის სპეციალისტების შერჩევა, სამუშაო დატვირთვის განაწილების მართვა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ორგანიზება, პედაგოგების სწავლების პროცესის შეფასება და თანამშრომლობითი და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნა;
- ფაკულტეტებთან კოორდინაცია საგანმანათლებლო პროგრამებში უცხოური ენების სწავლების ინტეგრირების მიზნით, უცხოური ენის პროგამის სასწავლო ცხრილის მართვა, TOEFL საგამოცდო ცენტრის საქმიანობის კოორდინირება;
- სტუდენტების ენობრივი კომპეტენციის დონის განმსაზღვრელი ტესტირების ორგანიზება, აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, სტუდენტების უკუკავშირის განხილვა და ენის შემსწავლელებისთვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფა;
- ენების ცენტრის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის მართვა, სასწავლო ბაზის მოვლის და განახლების ზედამხედველობა, სასწავლო მასალების, ტექნოლოგიებისა და იფრასტრუქტურის რაციონალურად გამოყენების ორგანიზება, ცენტრის საქმიანობის შესახებ რეგულალური ანგარიშების მომზადება.
თანამშრომლები

- ნატო ფაჩუაშვილი
- სამსახურის უფროსი
- 2 000 171
- nato.pachuashvili@eu.edu.ge