ჩეხეთის ვეტერინარული კლინიკის წარმომადგენელი “ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის სტუდენტებს შეხვდა
9 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის წამყვანი ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანია – “Bioveta“-ს წარმომადგენელი, დოქტორი აიელე ვუჰიბი სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
დოქტორ აიელე ვუჰიბმა პროფესორ-მასწავლებლების, მოწვეული სტუმრებისა და სტუდენტების წინაშე მოხსენება წარადგინა, რომელიც ფოკუსირებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე ვეტერინარული პრეპარატებისა და ვაქცინების წარმოების სფეროში.
შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მარიკა ბოკუჩავა, პროგრამის ხელმძღვანელები მაია კერესელიძე, ნინო მილაშვილი და ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ახალშობილ ცხოველებში იმუნიტეტის ფორმირების პროცესებზე, იმუნიზაციის მნიშვნელობასა და პერიოდულობაზე, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის საკვანძო საკითხებზე.
დოქტორმა ვუჰიბმა ხაზი გაუსვა აღნიშნული თემატიკის სიღრმისეული ცოდნის აუცილებლობას, მომავალი ვეტერინარი სპეციალისტების პროფესიული მომზადებისთვის.