24 და 25 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” სოფიას უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორებმა სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარეს.
ასოცირებული პროფესორი მირელა ტაკოროვა სტუდენტებისთვის ლექციას თემაზე “გამადიდებელი სისტემების გამოყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ გაუძღვა.
ასოცირებულმა პროფესორმა დელივერსკამ ისაუბრა თემაზე „ძირითადი ცნებები სტომატოლოგიურ იმპლანტოლოგიაში“.
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის უცხოელი პროფესორები სისტემატურად ატარებენ ლექციებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ სასწავლო პროცესს ხდის მრავალფეროვანს.