ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე მულტიდისციპლინარულ სტუდენტურ კონფერენციაზე აბსტრაქტების მიღება დაიწყო

24 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე მულტიდისციპლინარული სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, ტურიზმის, ინფორმატიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები უნდა წარადგინონ.
მოხსენების თემატიკა შეზღუდული არ არის და შესაძლოა, მოიცავდეს აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს როგორც თეორიიდან, ასევე პრაქტიკიდან.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი მოხსენების მოკლე აბსტრაქტი (1-1,5 გვერდი) ქართულ ენაზე 20 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: info@eu.edu.ge მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია“.
შენიშვნა: მოხსენების აბსტრაქტი ექვემდებარება შესაბამისი პროგრამით (Turnitin) შემოწმებას და პლაგიატის დადგენის შემთხვევაში არ განიხილება.
სტუდენტურ კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კონფერენცია
კონფერენცია ჩატარდება „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციულ კორპუსში.
მისამართი: დავით გურამიშვილის გამზირი N76.
თარიღი: 24 ივნისი
აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ივნისი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@eu.edu.ge