ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ილია ბოცვაძე, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ილია ბოცვაძე შეხვდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს, მათ შორის, ფაკულტეტის დეკანს და ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამების ხელმძღვანელებს.
სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები გაცვლითი პროგრამებისა თუ კვლევითი და პრაქტიკული ერთობლივი პროექტების მიმართულებით.
აღნიშნული აქტივობების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამედროვე, ევროპული გამოცდილებების გაზიარებას და ორმხრივ თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, სწავლისა და კვლევის პროცესში საუკეთესო პრაქტიკების დასანერგად.