“ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” გამართული კონფერენცია აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
დამსწრეებს სიტყვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თეა ონიანმა მიმართა.
საველე კვლევა-ძიების ანგარიშები წარადგინეს როგორც ქართველმა (თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელმა არქეოლოგებმა (ავსტრია, პოლონეთი).
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების სპეციალისტები, რამაც შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი არქეოლოგიისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების სფეროში ახალი კვლევითი შედეგების გაცვლისთვის, სამეცნიერო დისკუსიისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
Ge