
ალექსანდრა ეგოროვა
წარმატებული სტუდენტი
ალექსანდრა ეგოროვა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტიპენდიანტი სტუდენტია, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრებითა და აქტიური პროფესიული განვითარებით გამოირჩევა.
მან წარმატებით გაიარა კლინიკური სტაჟირება სტამბულში, "ბეზმიალემ ვაკიფის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში", სადაც შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარ პროფესიას უკეთ დაუფლებოდა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე კლინიკაში ემუშავა. სტაჟირების განმავლობაში ალექსანდრა პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში მუშაობდა.
ალექსანდრა რეგულარულად მონაწილეობს პროფესიულ კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს მისი თეორიული ცოდნის გაღრმავებას და ახალი სამეცნიერო მიღწევების გაცნობას.
რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
“ევროპის უნივერსიტეტი მაძლევს საშუალებას გავაუმჯობესო პროფესიული უნარ-ჩვევები და ყოველ დღე ვისწავლო რაღაც ახალი.
ვიცი, რომ აქ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრასა და მიზნის მიღწევაში დამეხმარებიან”.