აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
2025 წლის 18 ნოემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა.
სესია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა მირანდა თედეშვილმა ჩაატარა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპების შესახებ და ასევე გაეცნენ უნივერსიტეტში მოქმედ წესდებას, რომელიც პლაგიატის გამოვლენის, მისი თავიდან აცილებისა და მსგავს შემთხვევებზე რეაგირების პროცედურებსა და მექანიზმებს არეგულირებს.
ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის აკადემიური ეთიკის მნიშვნელობის გაცნობა და სამართლიან, სანდო კვლევით გარემოში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.