14 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე ‘’Moodle direct, Plagiarism Plug in, AI detector’’ ჩატარდა.
ტრენინგის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ტექსტების ამოცნობა და Turnitin-ის გენერირებული ანგარიშების სწორად ინტერპრეტაცია იყო. სესიას გაუძღვა Turnitin-ის საერთაშორისო კონსულტანტი – ჯერონ ვანდერბისენი, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა პლატფორმის ფუნქციონალი, AI-დეტექციის მექანიზმები და რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით აჩვენა ანგარიშის წაკითხვისა და ანალიზის პროცესი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.