ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა SESAM 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე 2026 წლის 17-19 ივნისს, საფრანგეთში, ქალაქ ლიონში სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების (SESAM) ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.
თინათინ გოგნაძემ პოსტერული მოხსენება “სტანდარტიზებული პაციენტების ინტეგრირება სიმულაციურ სწავლებაში” წარადგინა, რამაც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მოხსენების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საფრანგეთის ქალაქ ლიონში სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების (SESAM) ყოველწლიურ კონფერენციას – “SESAM 2026“ “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროგრამების განვითარების მიმართულებით და სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა დოლიძე ესწრებიან.