ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 23 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს
23 ივნისს, 13:00 საათზე სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე „როგორ გავხდე ადვოკატი“ გაიმართება.
ლექციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი ირაკლი ყანდაშვილი გაუძღვება.
შეხვედრის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტსა“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმი ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნას მოიცავს.
ლექციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს.
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტის A კორპუსი, გურამიშვილი გამზირი 76, აუდიტორია 505.