სხვა სიახლეები

აბიტურიენტებისთვის გამართული ესეების კონკურსის შედეგები ცნობილია

აბიტურიენტებისთვის
„ევროპის უნივერსიტეტში“ აბიტურიენტებისთვის გამართული ესეების კონკურსის „ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ შედეგები ცნობილია.

აბიტურიენტებს მიღებული შეფასების ნახვა შეგიძლიათ მიმაგრებულ დოკუმენტში პირადი ნომრის ბოლო 4 ციფრით.

მიღებული შედეგის გასაჩივრება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე მომართვით: marketing.team@eu.edu.ge

გასაჩივრების ბოლო ვადა: 2026 წლის 17 ივნისი.

საბოლოო შედეგები გამოცხადდება დაჯილდოების ღონისძიებაზე, რომელიც „ევროპის უნივერსიტეტში“ გაიმართება.

ესეების კონკურსის მიზანია „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის ერთწლიანი დაფინანსების მოპოვება. საპრიზო ადგილზე გასული აბიტურიენტები დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებენ გრანტს:

I ადგილი – 100%

II ადგილი – 70%

III ადგილი – 50%

კონკურსი ემსახურება აბიტურიენტებში ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვნელობის დანახვას მომავალ პროფესიაში.

კონკურსში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლის აბიტურიენტები.

ესეს შეფასება