ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ KA171-ის ფარგლებში საერთაშორისო მობილობა გამოცხადდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო აკადემიურ მობილობაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.
სწავლების მიზნით დაგეგმილი მობილობა სერბეთში, “ბიზნესისა და ეკონომიკის კოლეჯში” განხორციელდება.
მობილობის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან აქტივობებში, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯების დასაფარად გათვალისწინებულ დღიურ სტიპენდიას, ასევე სამგზავრო გრანტს.
მობილობის შესახებ ინფორმაცია:
- მასპინძელი უნივერსიტეტი: ბიზნესისა და ეკონომიკის კოლეჯი (ბელგრადი, სერბეთი);
- ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1;
- მობილობის ტიპი: სწავლების მიზნით მობილობა;
- სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განათლების მიმართულებით;
- მობილობის პერიოდი: 20-24 ოქტომბერი, 2026;
- თემატიკა: Erasmus+ International Partnership Days (ერაზმუს+ საერთაშორისო პარტნიორობის დღეები);
- დღიური სტიპენდია: 148 ევრო;
- სამგზავრო გრანტი: 309 ევრომდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს 22 ივნისისა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScW4qRxcJdEves423zWZdMILRmaw3a0kk9D3G_vegKyLHOk8Q/viewform