მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის მესამე კონფერენცია გაიმართა

გინეკოლოგიის
13 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ მეანობა – გინეკოლოგიის დეპარტამენტის ყოველწლიური კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე” გაიმართა.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაესწრო. კონფერენციის დაწყებამდე, მიხეილ სარჯველაძემ საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა “ეუ დენტი” და მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრი დაათვალიერა.

კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ „ევროპის უნივერსიტეტის “ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრმა სამედიცინო დარგის განვითარებაში სამეცნიერო მტკიცებულებების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აკადემიურ სექტორში წარმართული კვლევები და მოპოვებული მტკიცებულებები სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდისა და შესაბამისად, პაციენტთა ეფექტური მკურნალობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა “ევროპის უნივერსიტეტის” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლარისა მელია, რის შემდეგაც რექტორმა ნინო ტალიაშვილმა დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვისა მეან-გინეკოლოგ ზურაბ დარახველიძეს საპატიო ჯილდო გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში, მეანობა – გინეკოლოგიის მიმართულების სპეციალისტებმა, პროფესორებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა წარადგინეს მოხსენებები მედიცინის აქტუალურ საკითხებზე, განიხილეს კლინიკური შემთხვევები, საერთაშორისო გამოცდილება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანამედროვე რეკომენდაციები.

ღონისძიება წელს მესამედ ჩატარდა და მისი მიზანი პროფესიული ცოდნის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობაა.

აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს “ევროპის უნივერსიტეტის” მნიშვნელოვან როლს სამედიცინო განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობის მიმართულებით.