სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია – „ინდივიდუალური და კოლექტიური შრომის ხელშეკრულება” გაიმართა

საჯარო ლექცია
9 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – „ინდივიდუალური და კოლექტიური შრომის ხელშეკრულება” გაიმართა.

საჯარო ლექცია Expertise France -ს ხელმძღვანელმა ოდრიუს ბიტინასმა გახსნა.

ლექციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი თამარ გაბისონია და საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი უძღვებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები, შრომითი ხელშეკრულებების ძირითადი მახასიათებლები, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებები და ვალდებულებები, ასევე კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის მნიშვნელობა თანამედროვე შრომით ურთიერთობებში.

ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ შრომითი უფლებების შესახებ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მათთვის საინტერესო კითხებზე პასუხები მოესმინათ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ.