ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაფინანსების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა
“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა.
საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება განხორციელდება ,,შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის” შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილი).
სტუდენტებმა დაფინანსების მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე info@eu.edu.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 აგვისტო.
სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესი