ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი გაიმართა
10 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტში” სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი თემაზე: “ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ გაიმართა.
კონკურსის მონაწილეებს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაურა პაპასქუამ სიტყვით მიმართეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
მოსწავლეებმა ესე თემაზე: „ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ შეასრულეს.
კონკურსი აბიტურიენტებში ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვნელობის დანახვას ემსახურებოდა მომავალ პროფესიაში.
ესეების კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს.
გამარჯვებულები “ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის ერთწლიან დაფინანსებას დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებენ:
- I ადგილი – 100%
- II ადგილი – 70%
- III ადგილი – 50%
პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი: 16 ივნისი
გასაჩივრების ბოლო ვადა: 17 ივნისი
საბოლოო შედეგები გამოცხადდება არა უგვიანეს 19 ივნისისა.