ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის: კვლევითი პროექტის დაგეგმვა და კოორდინირება: მკვლევრის კარიერა, ინტერდისციპლინური და ინტერსექტორული მიდგომები
4 ივნისს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე – „კვლევითი პროექტის დაგეგმვა და კოორდინირება: მკვლევრის კარიერა, ინტერდისციპლინური და ინტერსექტორული მიდგომები“ ჩატარდა.
ტრენინგი მიზანად ისახავდა მონაწილეების დახმარებას კვლევითი პროექტის სწორ დაგეგმვასა და კვლევის იდეის ინტერსექტორული და ინტერდისციფლინარული აქცენტების განსაზღვრაში.
ღონისძიების მსვლელობისას განხილული იქნა მკვლევარის კარიერის, განვითარების ეტაპებისა და მკვლევარის პროფილის მართვის პროცესი, რაც განსაკუთრებით დაეხმარება ახალგაზრდა მეცნიერებს სწორად დაგეგმონ სამეცნიერო აქტივობები და განსაზღვრონ შესაბამისი კონკურსები.
ტრენინგი ასევე შეეხო კვლევის კოორდინირების ეტაპებში შესაძლო ღონისძიებებისა და კატეგორიების განსაზღვრის საკითხს.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის „საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობა” პროგრამის მარია სკლადოვსკა კიურის მიმართულებების ეროვნული საკონტაქტო პირი თეონა მაისურაძე.