ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ენნას კორეს უნივერსიტეტს (იტალია) ეწვია
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, თამარ გვაზავა ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ენნა კორეს უნივერსიტეტში (სიცილია, იტალია) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში თამარ გვაზავამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევის მეთოდების მიმართულებით ლექციები წაიკითხა და ადგილობრივ სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად აკადემიურ საქმიანობებში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულმა მობილობამ მას შესაძლებლობა მისცა ემუშავა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, გაეზიარებინა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და გაცნობოდა სწავლებისა და კვლევის თანამედროვე პრაქტიკებს.
“ევროპის უნივერსიტეტი” აქტიურად უწყობს ხელს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას და ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოებას.