ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი საქარიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძე, საქარიას უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებულ პროფესორებს- იუსუფ არსლანსა და სემიჰ ოქუთანს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობა უმაღლეს განათლებაში და ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
საუბარი შეეხო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების, ასევე სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარების საკითხებს.
მსგავსი ტიპის აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაფართოებას.