სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ დასრულდა

ევროპის
2026 წლის 1-5 ივნის, „ევროპის უნივერსიტეტში“, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით გამართული „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ დასრულდა.

კვირეული მიზნად ისახავდა სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარებასა და სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციას.

კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო სესიებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებში. პროგრამა მოიცავდა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან აქტივობებს და აერთიანებდა მედიცინის, ვეტერინარიის, სამართლის, ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებს.

ღონისძიების მთავარი მიზანი სტუდენტებში კვლევითი კულტურის გაძლიერება, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების პოპულარიზაცია, ასევე სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის ზრდის ხელშეწყობა იყო.

სამეცნიერო კვირეულის დასასრულს სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ ტრენერებსა და სტუდენტებს აქტიური მონაწილეობისთვის და მომავალშიც განაგრძობს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც სტუდენტების აკადემიურ და კვლევით განვითარებას ხელს შეუწყობს.