ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია – “Beyond Borders: Turning a Georgian Medical Degree Into a Global Career“ გაიმართა
29 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე – “ Beyond Borders: Turning a Georgian Medical Degree Into a Global Career“ გაიმართა.
ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული, CIPD-ის წევრი, HR მენტორი და მომავალი HR ლიდერების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილე ქეთევან ხითარიშვილი გაუძღვა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ქართული სამედიცინო დიპლომის საერთაშორისო პერსპექტივები, გლობალურ ბაზარზე პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის გზები, რომლებიც ახალგაზრდა ექიმებს საერთაშორისო კარიერის შექმნაში დაეხმარება.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი.