ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური შეჯიბრის ფინალისტები გამოვლინდნენ
6 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სიმულაციური შეჯიბრის მეორე ეტაპი გაიმართა.
Body Interact-ის ტურში გადასული 6 გუნდის საკონკურსო დავალება მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ვირტუალური პაციენტის მართვა იყო.
სტუდენტებმა Body Interact-ზე ვირტუალურად შესრულებული მანიპულაციები ჩაატარეს სიმულაციურ პაციენტზეც, რაც დამკვირვებელმა ჟიურიმ შეაფასა და მიღებული ქულების საფუძველზე გამოავლინა 3 ფინალისტი გუნდი.
სტუდენტებს აღნიშნულ ტურში მიოკარდიუმის ინფარქტის სწორად მართვასთან ერთად უნდა გამოევლინათ გუნური მუშაობის, როლების განაწილებისა და სხვადასხვა მანიპულაციების პრაქტიკულად შესრულების უნარი.
სიმულაციური შეჯიბრის მესამე, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები არიან:
გუნდი N4
- Rama Khaled Abed Albarghouthy Abed Albarghouthy
- Kritika Gupta
- Abdimalik Hassan Nuh Adan
გუნდი N7
- Abhiram Chaliyath Rajeesh
- Shiza Sardar Mahmood
- Yaman Adli Qasem Al Khaldi
გუნდი N8
- მარიამ იჩქიტიძე
- თამარ გიორგაძე
- ვასილ გოგინაშვილი
ფინალური ეტაპის შესახებ დამატებით ინფორმაციას გუნდები მიიღებენ „ევროპის უნივერსიტეტის“ სიმულაციური ცენტრისგან.