სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი „საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის სტრატეგიები და პრაქტიკა“ გაიმართა

საერთაშორისო
28 მაისს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი „საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის სტრატეგიები და პრაქტიკა“ გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ძირითადი ინსტრუმენტების – COST Action, Horizon Europe, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამებისა და ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

მონაწილეები  გაეცნენ პრაქტიკულ გზებს საერთაშორისო კვლევით ქსელებში ჩართვისა და დაფინანსების მოსაპოვებლად, მათ შორის, საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების შესაძლებლობებს.

ტრენინგს უძღვებოდა ნინო მაჩურიშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ათწლიანი გამოცდილებით მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით.