ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი „საგრანტო განაცხადის წერა და ფონდების მოძიება“ გაიმართა
21 და 22 მაისს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი „საგრანტო განაცხადის წერა და ფონდების მოძიება“ ჩატარდა.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო დაფინანსების ძირითადი შესაძლებლობების, სხვადასხვა ფონდების სპეციფიკის, საპროექტო განაცხადის სტრუქტურის ლოგიკისა და პრაქტიკულ ასპექტების შესახებ.
ტრენინგი თეორიასთან ერთად ორიენტირებული იყო პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია განაცხადის მომზადებისას.
ტრენინგს უძღვებოდა ლუკა ქემოკლიძე, ინოვაციის მენეჯმენტის დოქტორი და საგრანტო დაფინანსების კონსულტანტი, სპეციალიზებული Horizon Europe-სა და სხვა საერთაშორისო პროგრამების განაცხადების მომზადებასა და მართვაში.