საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” დასაქმების მიზნით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ჯო ენის
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ,,ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” სხვადასხვა პოზიციაზე სტუდენტების შერჩევის მიზნით.

კონკურსი ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

  • უმცროსი ექიმი
  • მორიგე ექთანი
  • მორიგე ექთნის დამხმარე
  • საოპერაციო ექთნის დამხმარე
  • რეგისტრატორი

თითოეული პოზიციისათვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტაზე mdstudentscompetition@eu.edu.ge 7 ივნისის 18:00 საათამდე.

კონკურსის პირველ ეტაპზე სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. სამოტივაციო წერილი
  2. გასაუბრება კომისიის წევრებთან

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” ადმინისტრაციასთან.

კონკურსის პირველი ეტაპი – გასაუბრება ფაკულტეტის წარმომაგენლებისგან შემდგარ კომისიასთან ჩატარდება 9 ივნისს.

კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციასთან ჩატარდება 10 ივნისს.

მორიგე ექთანი

უმცროსი ექიმი

მორიგე ექთნის დამხმარე

რეგისტრატორი

საოპერაციო ექთნის დამხმარე