11-15 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი – ანა მაზმიშვილი და მერი იობიძე, Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში საქარიას უნივერსიტეტში (თურქეთი) იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება გაეზიარებინათ უცხოელი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ჩაეტარებინათ თემატური ვორქშოფები და გაცნობოდნენ საქარიას უნივერსიტეტში არსებული სწავლების მიდგომებს, სასწავლო პროცესის ორგანიზების სპეციფიკასა და აკადემიურ გარემოს.
მობილობის ფარგლებში მიღებული და გაზიარებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიული განვითარების, ასევე საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის გაძლიერების თვალსაზრისით.
ვიზიტმა ხელი შეუწყო საერთაშორისო გამოცდილების გაცვლას, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობების გაძლიერებას.