საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტების შერჩევისა და მიღების სამსახურის უფროსი ლაშა ჩახვაძე ასპირას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ხორვატია) იმყოფებოდა

საერთაშორისო
18-22 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო სტუდენტების შერჩევისა და მიღების სამსახურის უფროსი ლაშა ჩახვაძე, ერაზმუს+ პროგრამის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში ასპირას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ხორვატია) იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, როგორც სწავლების, ისე ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით გაუზიარეს.

მობილობის მსვლელობისას, ლაშა ჩახვაძემ პრეზენტაცია გამართა ადგილობრივი პერსონალისა და სტუდენტებისთვის საქართველოსა და უნივერსიტეტის შესახებ, რამაც ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით, სწავლების პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებით.

“ევროპის უნივერსიტეტის” პერსონალის აქტიური ჩართულობა Erasmus+ პროგრამაში ხელს უწყობს აკადემიური და კულტურული გამოცდილების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში.