სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

29 მაისს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართება

მედიცინის
29 მაისს, 16:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე – “ Beyond Borders: Turning a Georgian Medical Degree Into a Global Career“ გაიმართება.

ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული, CIPD-ის წევრი, HR მენტორი და მომავალი HR ლიდერების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილე ქეთევან ხითარიშვილი გაუძღვება.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ქართული სამედიცინო დიპლომის საერთაშორისო პერსპექტივები, გლობალურ ბაზარზე პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის გზები, რომლებიც ახალგაზრდა ექიმებს საერთაშორისო კარიერის შექმნაში დაეხმარება.

ლექციაზე დასწრება შეუძლია “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ყველა დაინტერესებულ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს.

ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeKG5sMq3FEvzagFOKwE61qn-4Qb7_oQ7jopyR2AIizp9E0QA/viewform

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ლექციაზე დასასწრებ ბმულს.

დეტალური ინფორმაცია:

  • სამუშაო ენა: ინგლისური
  • ფორმატი: ონლაინ
  • დრო: 16:00 საათი
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 მაისი