საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევრო კოლეჯის” წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი “ევროპის უნივერსიტეტში”

ევროპის
21 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტს”, ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური მობილობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მაკედონიის “ევრო კოლეჯის” წარმომადგენლები – ერაზმუს+ კოორდინატორი მარია სტოიანოვა და პროფესორი ანიტა დიმიტრიევსკა ეწვივნენ.

შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, თინათინ ზაალიშვილმა სტუმრებს “ევროპის უნივერსიტეტის” საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნო.

პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ინფორმაცია “ევრო კოლეჯის” შესახებ წარადგინეს და ინსტიტუციური საქმიანობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების მიმართულებებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე, სამსახურის უფროსი – მარიამ ორჯონიკიძე და სამსახურის სპეციალისტი – ანა მარკოიძე.

ვიზიტი მიზნად ისახავდა პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.