ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის“ კაპელა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს
1 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური კაპელა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პირველ სოლო კონცერტს გამართავს.
კონცერტის ფარგლებში კაპელა შეასრულებს როგორც აკადემიურ ნაწარმოებებს, ასევე ხალხურ სიმღერებსა და ქართულ საგალობებს.
ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 86ბ (“ევროპის უნივერსიტეტის” საკონცერტო დარბაზი)
დაწყების დრო: 18:30