მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

31 მაისი – 1 ივნისი “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდება

1 ივნისი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ევროპის უნივერსიტეტი“ 31 მაისსა და 1 ივნისს ბავშვებს უფასო სამედიცინო და სტომატოლოგიურ მომსახურებებს სთავაზობს.

პატარა პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ ისარგებლონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურებებით.

პატარებს უნივერსიტეტის სივრცეში სადღესასწაულო და გასართობ განწყობას მათთვის საყვარელი ანიმაციური გმირები და ანიმატორები შეუქმნიან.

31 მაისი – უფასო კონსულტაციები ბავშვთა ექიმებთან

31 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსში, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ 11:00 – 16:00 საათებში სხვადასხვა პროფილის წამყვან ექიმებთან უფასო კონსულტაციები გაიარონ.

ჩვენი პედიატრები გასინჯავენ ბავშვებს და თქვენი შვილების ჯანმრთელობის შესახებ ამომწურავი რეკომენდაციების მიღებას სანდო ექიმებისგან შეძლებთ.

პატარა პაციენტებისთვის უნივერსიტეტში უფასოდ ჩატარდება კონსულტაციები შემდეგი მიმართულებებით:

  • პედიატრია
  • ბავშვთა ნევროლოგია
  • ბავშვთა კარდიოლოგია
  • დერმატოლოგია
  • ალერგოლოგია

დრო: 11:00 – 16:00 საათი
მისამართი: სარაჯიშვილის გამზირი #17

1 ივნისი – უფასო სტომატოლოგიური მომსახურება „EU Dent“-ში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიური კლინიკა „EU Dent“ პატარებს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს.

10:00-დან 18:00 საათამდე პატარა პაციენტებისთვის კლინიკაში უფასოდ ჩატარდება:

  • კბილების პროფესიული წმენდა;
  • პირის ღრუს სრული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა.

დრო: 10:00 -18:00
მისამართი: სარაჯიშვილის გამზირი #17

ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, შესაბამისი სერვისების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

მედიცინა: ჩაწერა ხდება “ევროპის უნივერსიტეტის” ცხელ ხაზზე: +995 32 2 000 171
სტომატოლოგია: ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeT8Hwwno7A_UDbYDVlyYmfYyQScvi4YRW2qyLsi4COo_oFHA/viewform

ჩაწერის ბოლო ვადა: 30 მაისი

გამოიყენეთ შესაძლებლობა და დაჯავშნეთ ვიზიტი საჭირო სპეციალისტთან!

გელოდებით „ევროპის უნივერსიტეტის“ ჯადოსნურ თავგადასავალში.