სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

8 და 15 მაისს სტუდენტებთან პლაგიატის შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

პლაგიატის
2026 წლის  8 და 15 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები –  “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა.

სესიას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე შარაშენიძემ უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპების შესახებ და გაეცნენ უნივერსიტეტში მოქმედ წესს, რომელიც პლაგიატის გამოვლენის, მისი თავიდან აცილებისა და მსგავს შემთხვევებზე რეაგირების პროცედურებსა და მექანიზმებს არეგულირებს.

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის აკადემიური ეთიკის მნიშვნელობის გაცნობა და სამართლიან, სანდო კვლევით გარემოში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.