ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე – “ეკონომიკური დიპლომატია” გაიმართა

ბიზნესისა
20 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტში” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე – “ეკონომიკური დიპლომატია” გაიმართა.

ლექციას ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია) ასოცირებული პროფესორი დანიელ მლინარიჩი უძღვებოდა, რომელმაც დაინტერესებულ სტუდენტებს ეკონომიკური დიპლომატიის ძირითადი პრინციპები, მისი მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და პრაქტიკული გამოყენების მექანიზმები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი, სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმები, რესურსების ეფექტური გამოყენება და ეკონომიკური დიპლომატიის როლი გლობალური პროცესების დაგეგმვასა და შეფასებაში.

მსგავსი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.