საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” 10 სტუდენტი ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში სლოვენიაში იმყოფებოდა

ერაზმუს+
“ევროპის უნივერსიტეტის” 10 სტუდენტი 4-10 მაისს ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში სლოვენიაში სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობდა.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებთან ერთად დაესწრნენ ლექციებს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, ბიზნესი და ადამიანის უფლებები.

სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სამუშაოებს, რომლებიც მონაწილეებს არა მხოლოდ თემების სიღრმისეულად გააზრებაში, არამედ საერთაშორისო გუნდში მუშაობასა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებაშიც დაეხმარა.

საგანმანათლებლო კომპონენტთან ერთად პროგრამა მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებსაც მოიცავდა. მონაწილეები გაეცნენ სლოვენიის კულტურას, ტრადიციებსა და ენის ძირითად ფრაზებს, რაც მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილება აღმოჩნდა.

ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო გარემოში გაიღრმაონ აკადემიური ცოდნა, განივითარონ პრაქტიკული და ინტერკულტურული უნარები, ასევე დაამყარონ პროფესიული და მეგობრული კავშირები სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან.