საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა რუმინეთში გამართულ მე-12 საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

წარმომადგენლებმა
11-15 მაისს “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა, მარიამ ორჯონიკიძემ და თინათინ ზაალიშვილმა, “ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა.

iWeek 2026 რუმინეთის ქალაქ სიბიუში გაიმართა.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ თემატურ სესიებს, ვორკშოპებსა და დისკუსიებს, რომლებიც უმაღლესი განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, მათ შორის, პროექტების მენეჯმენტს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას განათლებაში, საერთაშორისო მობილობასა და აკადემიურ თანამშრომლობას ეხებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან, სადაც განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობები.

აღნიშნული საერთაშორისო კვირეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა, მათ შორის, წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

“ევროპის უნივერსიტეტისთვის” მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერების, საერთაშორისო აკადემიური ქსელების გაფართოებისა და ახალი თანამშრომლობების განვითარების მიმართულებით.