საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის: საერთაშორისო მობილობა “გენერალ მიჰაილო აპოსტოლსკის სახელობის სამხედრო აკადემიაში”

კონკურსი
Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური გენერალ მიჰაილო აპოსტოლსკის სახელობის სამხედრო აკადემიაში (სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია) მობილობის მიზნით აკადემიური პერსონალისთვის კონკურსს აცხადებს.

საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და მობილობის პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება „აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.

გთხოვთ, განაცხადის წარმოდგენამდე დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია კანდიდატი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:

  • იკავებდეს აკადემიურ პოზიციას კონკურსის მიმდინარეობის და მობილობის პერიოდში
  • ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, მობილობის სამუშაო ენის გათვალისწინებით) CEFR-ის შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე
  • განაცხადის მომენტისათვის, მიმდინარე აკადემიურ წელს არ ჰქონდეს განხორციელებული იმავე ტიპის ერთზე მეტი მობილობა

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით:

გენერალ მიჰაილო აპოსტოლსკის სახელობის სამხედრო აკადემია (სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია)

პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: აკადემიური პერსონალი სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერება/ინფორმატიკის მიმართულებით

მობილობის განხორციელების თარიღები: 22-26 ივნისი, 2026

თემატიკა: ერაზმუს+ საერთაშორისო პერსონალის კვირეული

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 (სამართალი -1; კომპიუტერული მეცნიერება-1)

სასტიპენდიო შეთავაზება მოიცავს: დღიურ სტიპენდიას – 148 ევროს ოდენობით და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურებას – 309 ევროს ოდენობით (ჯამურად თითოეული მონაწილისთვის 1,345 ევროს ოდენობით)

ერაზმუს+ პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/TXmM86YgSTEG9sKEA არაუგვიანეს 20 მაისისა.

განაცხადის ფორმაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) პროფესიული რეზიუმე (CV) ევროპის უნივერსიტეტის ფორმატით;
გ) ცნობა ევროპის უნივერსიტეტიდან, რომელიც ადასტურებს კანდიდატისა და უნივერსიტეტს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ფაქტსა და ხანგრძლივობას.
დ) ინგლისური (ან/და შესაბამისი უცხო) ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე), ასეთის არსებობის შემთხვევაში. კონკურსის ფარგლებში, ვალიდურად განსაზღვრული ცნობისა/სერტიფიკატის სანახავად, გთხოვთ გაეცნოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესი“, მუხლი 3.2.
ე) მობილობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი კანდიდატისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/კურატორი ვიცე-რექტორის მიერ (შაბლონი – https://erasmus-plus.ec.europa.eu/resources-and-tools/mobility-and-learning-agreements/mobility-agreements)
ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს პოტენციურ ან უკვე არსებულ თანამშრომლობას მასპინძელ უნივერსიტეტთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა: მოწვევის წერილი, ერთობლივად დაგეგმილი პროექტის ან პუბლიკაციის შესახებ კომუნიკაცია და სხვ.

კანდიდატებს რომელთაც არ აქვთ ინგლისური (ან/და შესაბამისი უცხო) ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი, შერჩევის მეორე ეტაპზე ჩაუტარდებათ ინგლისურის ტესტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: დ. გურამიშვილის გამზირი 76, ოთახი 317
International.office@eu.edu.ge | 2 000 171 (147)