ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი მარიამ სილაგავა #სტუდფესტი2026 ფარგლებში გამართული ესეების კონკურსის გამარჯვებულია
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, მარიამ სილაგავა #სტუდფესტი2026 ფარგლებში გამართული ესეების კონკურსის გამარჯვებულია.
კონკურსში მონაწილეობას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწასებულების სტუდენტები იღებდნენ, რომლებმაც იმსჯელეს ახალგაზრდების ჩართულობაზე სამოქალაქო საქმიანობაში, როგორც თვითაქტუალიზაციისა და საზოგადოებრივი განვითარების საფუძველზე.
მარიამ სილაგავამ ესეების კონკურსში საპრიზო, მესამე, ადგილი დაიკავა.
ფესტივალის სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში საქართველოს მასშტაბით 20 ათასამდე სტუდენტი მონაწილეობს.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.